Health

Main » 2008 » December » 1 » პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა
7:00 PM
პროფილაქტიკის შესახებ

 

პროფილაქტიკა (პრევენცია) - მედიცინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს დაავადების, ტრავმისა და ინვალიდობის განვითარების რისკის შემცირებას, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიურ და სამედიცინო ამოცანას. განასხვავებენ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ პრევენციას. ჯანდაცვის ეს მიმართულება მოიცავს სამედიცინო, სანიტარულ-ტექნიკურ, ჰიგიენურ და სოციალურ-ეკომომიკურ ღონისძიებებს. 

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადებათა რისკ-ფაქტორებისა და უკვე გამოხატული პათოლოგიის არსებობის მიხედვით განასხვავებენ პრევენციის სამ სახეს:

პირველადი პროფილაქტიკა - ეს არის დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების (ვაქცინაცია, შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმი, ხარისხიანი საკვებით რაციონალური კვება, ფიზიკური აქტივობა, გარემის გაჯანსაღება და სხვ.) სისტემა. 

 მეორადი პროფილაქტიკა - ეს არის იმ გამოხატულ რისკ-ფაქტორთა თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემა, რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში (იმუნური სტატუსის დაქვეითება, გადაღლა, დეზადაპტაცია) შეუძლიათ დაავადების გამოწვევა, გამწვავება ან რეციდივი. ამის მაგალითებია - სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს ან ჰიპერტენზიის გამოსავლენად, დისპანსერიზაცია, როგორც დაავადების გამოვლინების კომპლექსური მეთოდი, დინამიური დაკვირვება, მიზანმიმართული მკურნალობა, რაციონალური თანმიმდევრული გაჯანსაღების პროცესი.

 მესამეული პროფილაქტიკა - ეს არის ჩამოყალიბებული დაავადების კონტროლის, მართვისა და ავადმყოფთა სარეაბილიტაციო ღონისძიებათა სისტემა ინვალიდობისა და შრომისუუნარობის თავიდან ასაცილებლად. იგი გულისხმობს სოციალურ, შრომით, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო რეაბილიტაციას.

Category: პროფილაქტიკა | Views: 833 | Added by: medicalstudent | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: